რას ნიშნავს 14 თებერვალი ანუ “ვალენტინის დღე”
- IBN News
- Feb 14, 2020
- 1 min read
წმინდა ვალენტინის დღე, ან შეყვარებულების დღე, სიყვარულის დღე- დღესასწაული, რომელიც 14 თებერვალს აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თუმცა უმეტესგან არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაული არაა. როგორც წესი, ამ დღეს ერთად ატარებენ შეყვარებულები. ისინი ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული შინაარსის ღია ბარათს — „ვალენტინებს“, სხვადასხვანაირ საჩუქარს. ამ დღეს ხშირად უხსნიან სიყვარულს, ცოლობას სთხოვენ ან ქორწინდებიან.
ვალენტინობის დღის აღნიშვნა V საუკუნის რომში დაიწყო, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა.
ახლა 14 თებერვალს, როგორც წმინდა ვალენტინის ოფიციალურ საეკლესიო დღესასწაულს, მხოლოდ პროტესტანტები აღნიშნავენ ლუთერანული და ანგლიკანური ეკლესიებში.
მართმადიდებელ ეკლესიაში წმინდანის ხსენების დღეა 19 ივლისი (ძველი სტილით, 6 ივლისი). 1969 წლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ კათოლიკური ეკლესია ამ დღეს აღარ აღნიშნავს. 14 თებერვლის რომანტიკულ საყვარულთან ასოცირებას სათავე დაუდო ჯეფრი ჩოსერმა შუა საუკუნეების მიწურულს.
コメント