ბოლო დროს მთელი მსოფლიო კორონავირუსსა და მასთან დაკავშირებულ პროფილაქტიკურ ზომებზე საუბრობს.დაავადებისგან დამცავ ერთ-ერთ საშუალებად სამედიცინო ნიღბებს მიიჩნევენ. საინტერესოა, შეუძლია თუ არა რეალურად სამედიცინო ნიღაბს კორონავირუსისგან დაცვა?
დროა, აფთიაქში გავიქცე?
მოითმინეთ, ამ მოსაზრებას მყარი მეცნიერული დასაბუთება სულაც არ აქვს. ამიტომაც მხოლოდ ნიღაბი თქვენ ვერ დაგიცავთ. აქვე უნდა განიმარტოს, რომ დიდი სამედიცინო დაწესებულებები ადამიანებს ნიღბის ტარებას არ ურჩევენ, თუ ეს უკანასკნელნი საავადმყოფოებში ან პოლიკლინიკებში არ მუშაობენ. ეს იმით აიხსნება, რომ ამ მეთოდის ეფექტიანობა დამტკიცებული არ არის და თეორიულადაც ძალიან საეჭვოა, ნიღაბი კორონავირუსისგან გვიცავდეს. სპეციალისტების განმარტებით, მას არაერთი ნაკლი აქვს:
- სამედიცინო ნიღაბი თვალებს ვერ ფარავს. შესაბამისად, ვირუსისთვის, მისი გადაცემის ყველაზე მოსახერხებელი გზიდან ერთ-ერთი, ხელმისაწვდომი რჩება. - ნიღაბი ცხვირსა და პირს მჭიდროდ არ ეკვრის. - სამედიცინო ნიღბებს აქვს ერთგვარი ფორები, რომლებშიც მცირე ნაწილაკები მაინც აღწევენ. თუმცა თუ თქვენ წინ მდგომმა ადამიანმა დააცემინა, რაღაც დროით ნიღაბიბაქტერიებს შეაჩერებს. - სამედიცინო ნიღბის სწორად ტარება არც ისე მოსახერხებელია, რასაც მისი შესაძლო სარგებელი მინიმუმამდე დაჰყავს.
მაშინ ყველა ამ ნიღბებზე რატომ საუბრობს? საერთოდ არის თუ არა ისინი საჭირო?
სამედიცინო ნიღბის ტარება რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ხველებითა და ცემინებით ვირუსების ან ბაქტერიების გავრცელება შეუძლიათ. სამედიცინო ნიღბებს ქირურგებიც ატარებენ. თუმცა რეალურად არ არსებობს მონაცემები, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ნიღბის ტარება ქირურგიულ ჭრილობას ინფიცირებისგან იცავს. სამაგიეროდ, მას შეუძლია ექიმს პაციენტის ბიოლოგიური სითხის შხეფები აარიდოს.
და ვირუსისგან თავი როგორ დავიცვა?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს საკმაოდ მარტივ და უნივერსალურ წესებს, რომლებსაც ადამიანის დაცვა ბევრი ვირუსისგან შეუძლიათ:
- სწორად და რეგულარულად დაიბანეთ ხელები. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესი, სულ ცოტა, 20 წამს უნდა გაგრძელდეს. ხელები უნდა დაიბანოთ საპნით, თანაც გულდასმით, ხელის ყველა უბანი უნდა მოიცვათ, შემდეგ კი გაიმშრალოთ. საპნის ნაცვლად ანტისეპტიკური გელის გამოყენებაც შეგიძლიათ. - დაუბანელი ხელით არ შეეხოთ სახეს, განსაკუთრებით კი - ცხვირს, პირსა და თვალებს. - არ მიუახლოვდეთ ადამიანებს, რომლებიც ახველებენ ან აცემინებენ, ასევე მათ, ვისაც მაღალი სიცხე აქვთ. - ხორცი და კვერცხი შესაბამის ტემპერატურაზე მოამზადეთ.
ნიღბის ტარება მაინც მინდა. ეს სწორად როგორ გავაკეთო?
უნივერსალური რჩევაა, რომ შეფუთვაზე არსებულ ინსტრუქციას მიჰყვეთ. თუმცა დამატებითი რეკომენდაციებიც არსებობს:
- ნიღაბი უნდა ატაროთ ყოველთვის, როცა თქვენ ირგვლივ ადამიანები არიან (თუნდაც იყოთ სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად). - როდესაც ნიღაბს იკეთებთ, რეზინი ისე მოუჭირეთ, რომ ცხვირზე მჭიდროდ მოგადგეთ. - სამედიცინო ნიღაბი შეგიძლიათ მხოლოდ ერთხელ გამოიყენოთ. - როდესაც სამედიცინო ნიღაბს ატარებთ, მას ხელით არ უნდა შეეხოთ. - როდესაც სამედიცინო ნიღაბი დაისვრება ან დასველდება, შეცვალეთ. - სამედიცინო ნიღბის მოხსნისას შეეხეთ მხოლოდ რეზინს ან სხვა სახის შესაკრავს. - მას შემდეგ, რაც ნიღაბს მოიხსნით, ხელები საპნით დაიბანეთ.
სამედიცინო ნიღაბზე უფრო ეფექტიანია რესპირატორი FFP2 (რესპირატორი FFP1-ს დაცვის უფრო სუსტი სისტემა აქვს). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ექიმებს სწორედ მათ ტარებას ურჩევს. თუმცა უნაკლო არც ისინია. - ასეთ რესპირატორებში სუნთქვა რთულია, განსაკუთრებით კი - ხანგრძლივი დროით. ამიტომაც სასუნთქი გზებისა და გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადების ან ფსიქიკური აშლილობის გარკვეული ფორმების მქონე ადამიანებისთვის მათი ტარება სახიფათოა. ეს საკითხი მათ ექიმთან უნდა შეათანხმონ. - ასეთი რესპირატორები მოუხერხებელია ბავშვებისა და წვერების ან ულვაშების მქონე ადამიანებისთვის.
Comments