top of page
Search

ელტონ ჯონმა ოკლენდში კონცერტზე ხმა დაკარგა

ცნობილმა მომღერალმა ელტონ ჯონმა ახალ ზელანდიაში თავის კონცერტზე ხმა დაკარგა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ოკლენდში მოხდა. თვითმხილველების ცნობით, სცენიდან გასვლისას ჯონი ცრემლებს ვერ იკავებდა. მან განმარტა, რომ კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე მას პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა, დაავადება მარტივ ფორმაში მიმდინარეობდა, ამიტომ მომღერალმა იფიქრა, რომ გამოსვლას ბოლომდე მიიყვანდა.

„ძალიან მინდოდა თქვენთვის საუკეთესო წარმოდგენა მომეწყო. ვმღეროდი და ვუკრავდი, სანამ ხმა უბრალოდ არ გამიქრა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, სევდიანი და ბოდიშს გთხოვთ“, - ბოდიში მოუხადა მომღერალმა თაყვანისმცემლებს Instagram-ზე

ree

 
 
 

Comments


©2020 by IBN News. Proudly created with Wix.com

bottom of page