top of page
Search
Writer's pictureIBN News

კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა ცას - პატარა ანიტა გარდაიცვალა

რამდენიმე თვის წინ, 2 წლის გოგონას, ანიტა ფაცაციას, უმძიმესი დაავადება - დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა.

მკურნალობა უდიდეს ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია, რომლის თანხაც ხალხმა სოციალური ქსელის მეშვეობით შეაგროვა.

მთელი საქართველო ერთად იდგა ანიტას გადასარჩენად.

საკუთარ ნივთებს ყიდდნენ, დაბადების დღის თანხას ანიტას ურიცხავდნენ, ყულაბებს ამტვრევდნენ, ქუჩაში აგროვებდნენ თანხას, დღე და ღამე ლოცულობდნენ, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად დღეს ანიტამ მაინც დაგვტოვა!




ბოლო ოპერაციის შემდეგ, მდგომარეობა დამძიმდა, ფილტვები სისხლით აევსო ანიტას და ეს ყველაფერი ვეღარ გადაიტანა.



ჩვენ ძალიან ვწუხვართ და ვუსამძიმრებთ არა მხოლოდ ანიტას ოჯახს, არამედ მთელს საქართველოს, რადგან ანიტა ყველას შვილი გახდა ამ პერიოდის განმავლობაში!

0 comments

Comentarios


bottom of page