ჩინელმა მედდამ, რომელსაც სახეზე დამცავი პირბადე უკეთია სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ის აცხადებს, რომ კორონოვირუსით დაავადებულთა რიცხვი უხანში გაცილებით მეტია, ვიდრე ამას ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს.
მედდა შემაშფოთებელ რიცხვს - 90 000-ს ასახელებს, როცა ხელისუფლების მონაცემებით, დაავადებული 1975-ია. მედდა აცხადებს, რომ ის ხუბეის პროვინციის ერთერთ კლინიკაში მუშაობს (სწორედ ამ რაიონში მდებარეობს ქალაქი უხანიც) და არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
"მე აქ ვარ იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ - ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ხუბეის პროვინცციაში, უხანის ჩათვლით, დაავადებულთა რიცხვი 90 000-ია" - აცხადებს მედდა.
იგი ყველას მოუწოდებს, რომ დარჩნენ სახლში და არ იარონ ქუჩებში, მაქსიმალურად დაიცვან საკუთარი თავი, დაივიწყონ ახალი წლის აღნიშვნა, რადგან იგი მომავალ წელსაც იქნება, ხოლო სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების მიერ დასახელებულ რიცხვში ეჭვი მსოფლიოს მედიკოსებსაც ეპარებათ, თუმცა, ასეთი რაოდენობის ადამიანის დაავადება მათთვისაც მოულოდნელია.
ბოლო დროს სიტუაცია შეიცვალა. თუ ადრე მსოფლიოს საზოგადოება აცხადებდა, რომ ჩინეთი გამჭვირვალედ აჩვენებს ყველას ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ამჟამად უკვე გაისმის ხმები, რომ ხელისუფლება შლის ინტერნეტში გავრცელებულ მასალას, რომელიც რეალობას ასახავს. წაშლილია აღნიშნული ვიდეოც, თუმცა, სხვადასხვა მედიასაშუაკებების მეშვეობით იგი 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე ნახა.
"ჩემთვის სულერთია რას აცხდებს ხელისუფლება. მე მოგმართავთ სოციალური ქსელით - გთხოვთ, დაგვეხმარეთ, შემოგვწირეთ ერთჯერადი სათვალეები, ნიღბები და ტანსაცმელი, ჩვენი რესურსი უკვე აღარაა საკმარისი," - აცხადებს უცნობი ჩინელი მედდა.
წყარო: https://www.dailymail.co.uk/
Comments