top of page
Search

"მეგობრები" ეკრანებზე ბრუნდება.

HBO პოპულარული სერიალის „მეგობრები“ სპეციალურ ეპიზოდს გადაიღებს.

ამის შესახებ Deadline-ი წერს

გამოცემის ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობას მთავარი როლების ექვსივე შემსრულებელი მიიღებს. ცნობილია, რომ ამისთვის ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოკსი, ლიზა კუდროუ, მეტიუ პერი, მეტ ლებლანი და დევიდ შვიმერი 3-4 მილიონ დოლარს მიიღებენ. 

„მეგობრების“ ახალი ეპიზოდი სერიალის 25-წლიანი იუბილესადმი იქნება მიძღვნილი.

სერია სტრიმინგ-სერვის​ HBO Max-ზე გავა და მისი ექსკლუზიური პროექტი გახდება. 

ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სერიალ „მეგობრების“ მსახიობები ახალ პროექტზე მუშაობენ. „მეგობრები“ 1994-2004 წლებში გადიოდა და ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კომედიურ სერიალად ითვლება.

ree

 
 
 

Commentaires


©2020 by IBN News. Proudly created with Wix.com

bottom of page