ტექნიკური ხარვეზის გამო, საბურთალოს ხაზზე მეტრო გაჩერებულია
- IBN News
- Feb 12, 2020
- 1 min read
თბილისში მეტროს საბურთალოს ხაზი გაჩერებულია. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში თქვეს, მეტროსადგურ წერეთელზე ძველ საკაბელო სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი. პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო იყო ტექნიკური ჯგუფის შესვლა, უსაფრთხოების მიზნით კი მთელ ხაზზე ძაბვა მოიხსნა.
კომპანიაში ამბობენ, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა განახლდება, თუმცა რამდენი ხანში მოხდება ეს ჯერ უცნობია.
Comments