top of page
Search
Writer's pictureIBN News

ფილმის „ფორსაჟი 9“ პირველი თიზერი გამოქვეყნდა



ინტერნეტში ფილმის „ფორსაჟი 9“ პირველი თიზერი გამოქვეყნდა. YouTube-ზე გავრცელებულ ვიდეოში მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი ვინ დიზელი ჩანს.

გარდა ამისა, თიზერში თბილისში,თავისუფლების მოედანზე გადაღებული ერთ-ერთი ეპიზოდი მოხვდა.

თბილისში ჰოლივუდური ბლოკბასტერის „ფორსაჟი 9“ გადაღებები 19 აგვისტოს დაიწყო. დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდა. 

„ფორსაჟი 9“-ის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგებოდა, აქედან 425 ადგილობრივი პერსონალი იყო. საქართველოში გადაღებები ქართული საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“-მ უზრუნველყო. ფილმის გადაღებები პარალელურად მიმდინარეობდა აშშ-ში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში პირველი ჰოლივუდური ფილმის გადაღება 20 სექტემბერს დასრულდა.

„ფორსაჟი 9“-ის პრემიერა 2020 წლის 22 მაისს იგეგმება.



0 comments

Comments


bottom of page